"იუვენტუსმა" მაურისიო სარისთან შეთანხმებას მიაღწია !

15-06-2019, 01:44

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსი", ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, იტალიელი მაურისიო სარის ტრანსფერს, კიდევ უფრო მიუახლოვდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია ა-ს ჩემპიონთა დირექტორი, პაველ ნედვედი, მის წარმომადგენლობასთან ერთად, ინგლისში გაემგზავრა და სარის აგენტთან მოლაპარაკებები გამართა.

ცნობების მიხედვით, სატრანსფერო ბიუჯეტის განსაზღვრის შემდეგ, ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა სპეციალისტმა, გასულ სეზონში. "არისტოკრატებს" ჩემპიონთა ლიგის საგზური და ევროპის ლიგის ტიტული მოუპოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით