ადრიენ რაბიო "იუვენტუსს" უახლოვდება !

15-06-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსი", ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის მოთამაშემ და მისმა აგენტმა, კლუბის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებები უკვე გამართეს, სადაც ანაზღაურებისა და სათამაშო დროის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

ცნობების მიხედვით, რაბიოს გადაბირება, იტალიურ გრანდს, მინიმუმ 45 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, მის ამჟამინდელ გუნდთან არსებული პრობლემების გამო, გასული სეზონის ლიგა 1-ში, მხოლოდ 14 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით