"პსჟ" "ნაპოლის" შემტევით დაინტერესდა

15-06-2019, 03:15

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" "ნაპოლის" იტალიელი შემტევის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "პარიზელები" აქტიურად ეცდებიან, "ნეაპოლელთა" რიგებიდან ლორენცო ინსინე გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, ფრანგული გუნდის ბოსები უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებიან "ნაპოლს" ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.

გარდა "პარი სენ-ჟერმენისა" ფეხბურთელის დამატებას ასევე მადრიდის "ატლეტიკოც" ეცდება, რომელიც იტალიელს ანტუან გრიზმანის შემცვლელად განიხილავს.

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ თავად ფეხბურთელსაც სურს კლუბის დატოვება, მან ამის შესახებ პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებდა გამოწვევას რომელიმე სხვა ჩემპიონატში.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ  ლორენცო ინსინიემ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისური 33 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავის გამოჩენა 13 გატანილი გოლით და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით