არგენტინა - კოლუმბია

15-06-2019, 12:58

დღეს, თბილისის დროით 02:00-ზე, კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში არგენტინის ნაკრები კოლუმბიას დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის შემადგენლობა ერთი შეხედვით ძლიერი არ ჩანს, ალბისელესტე მაინც ითვლება ტურნირის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად და ეს პრაქტიკულად ბოლო შანსია ლეო მესიმ სანაკრებო ტიტული მოიპოვოს. თუ სკალონის გუნდი რაიმე წარმატებაზე ფიქრობს, დღეს ამ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა იფიქროს, თუნდაც მისი მეტოქე მძლავრი კოლუმბიის ნაკრები იყოს. სავრაუდოდ, არგენტინელები ყველაფერს გააკეთებენ და მოედანს დამარცხებულის რანგში არ დატოვებენ.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის პროგნოზია არგენტინის არ წაგება, კოეფიციენტი - 1.38



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით