"მანჩესტერი" ტილემანსის შეძენით დაინტერესდა

15-06-2019, 12:42

ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "მონაკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "წითელი ეშმაკები" აქტიურად ეცდებიან, ფრანგული კლუბიდან იური ტილემანსის გადმობირებას.

იურიმ გასული სეზონი "ლესტერში" გაატარა და ჩატარებულ 13 შეხვედრაში, თავი 3 გატანილი გოლით და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსნებეთ იმასაც, რომ ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით