"რეალმა" ევროპულ გრანდებს ჭკუით აჯობა

15-06-2019, 17:08

გუშინ მადრიდის "რეალმა" დაადასტურა, რომ გუნდს იაპონელი ტალანტი, ტაკეფუსა კუბო შეუერთდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მადრიდელებმა 18 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა, სიმართლე სულ სხვანაირი აღმოჩნდა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კუბოს "ტოკიოსთან" კონტრაქტი 1 ივნისს გაუვიდა. "პსჟსა" და კატალონიის "ბარსელონაში" კი ეგონათ, რომ მას კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა, როგორც ეს Transfermarkt-ის საიტზე ეწერა.

ამრიგად, მადრიდელებმა სხვებზე უფრო ადრე დაიწყეს კუბოსთან მოლაპარაკებები და საბოლოოდ, უფასოდაც შეძლეს მისი დამატება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით