"ნანსი" ლენგლეს ტრანსფერიდან თანხას ითხოვს

15-06-2019, 20:32

ანდალუსიის "სევილია" სატრანსფერო სკანდალში გაეხვა.

როგორც ცნობილია, ფრანგული "ნანსი" ცენტრალური მცველის, კლემენტ ლენგლეს ტრანსფერიდან გარკვეულ თანხას ითხოვს.

2018 წლის ზაფხულში 23 წლის ფეხბურთელი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა "ბარსელონას". ფრანგები კი სატრანსფერო თანხის 12%-ს ითხოვს.

თუმცა, როგორც თავად ანდალუსიურ კლუბში აცხადებენ, კატალონიელებმა ლენგლეს სანაცვლოდ კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა გადაიხადეს, შესაბამისად, ისინი არ არიან ვალდებულნი 12% გადაიხადონ.

აქვე გეტყვით, რომ ფინანსური პრობლემების გამო "ნანსი" საფრანგეთის რანგით მე-3 დივიზიონში დააქვეითეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით