ჯამპაოლო "მილანს" კიდევ უფრო მიუახლოვდა

15-06-2019, 21:33

"სამპდორიას" მთავარმა მწვრთნელმა, მარკო ჯამპაოლომ კლუბიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტსა და მთლიანად "სამპდორიას" აქ გატარებული სამი წლისთვის."

"მე გენუაში შესანიშნავი დრო გავატარე. ეს გუნდი მუდამ ჩემს გულში დარჩება." - განაცხადა ჯამპაოლომ.

შეგახსენებთ, რომ 51 წლის სპეციალისტს აქტიურად უკავშირებენ "მილანს", რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტიც გატუზოს წასვლის შემდგომ ვაკანტურია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით