რონალდუ: "2019 წელი ჩემთვის განსაკუთრებულია"

15-06-2019, 23:03

ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ჩამოთვლილია მის მიერ 2019 წელს დაფიქსირებული მნიშვნელოვანი შედეგები.

"დაუვიწყარი სეზონი! ახალი გამოცდილება, გიგანტური კლუბი, ამაღელვებელი ქალაქი, დამხობილი რეკორდები და სამი ახალი ტიტული".

"მინდა მადლობა გადავუხადო "იუვენტუსის" ყოველ ფანს მშვენიერი მისალმებისთვის! თქვენ ჩვენ გამარჯვებებში უდიდესი წვლილი შეგაქვთ! მადლობა ყველა ჩემ ფანს მსოფლიო მასშტაბით და განსაკუთრებით პორტუგალიელებს, რომლებთან ერთადაც კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება ვიზეიმეთ! თქვენ ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილას იქნებით ჩემ გულში!"

"პირადად მე, არასოდეს დავივიწყებ 2019 წელს ჩემ მიერ დამხობილ რეკორდებსა და დიდებულ მომენტებს:
– იტალიის სუპერთასის გადამწყვეტი გოლი;
– სერია A-ს ჩემპიონობა, საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი და 21 გოლი;
– ერთა ლიგის მოგება და ჰეთ-ტრიკი;
– პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მოგება და 125 გოლი დააფიქსირა;
– პირველი ფეხბურთელი, რომელმაც უეფას 10 ტიტული მოიგო;
– პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სანაკრებო ტურნირების ყველა ფინალურ ეტაპზე გაიტანა: მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, კონფედერაციების თასი და ერთა ლიგა;
– პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ზედიზედ 10 სანაკრებო ტურნირის ფინალურ ეტაპზე აქვს გატანილი 2004-დან 2019 წლამდე;
მალე შევხვდებით! ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ახალი და გასაოცარი მიზნებისთვის! თქვენი იმედი მაქვს!" – წერს კრიშტიანუ რონალდუ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით