მატს ჰუმელსი "დორტმუნდში" ბრუნდება ?!

16-06-2019, 01:29

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი, მის ყოფილ კლუბში, "დორტმუნდის ბორუსიაში" ბრუნდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის ფეხბურთელი, ყველაზე მეტად, გუნდის ამჟამინდელი ფილოსოფიითა და მისი სათამაშო დროითაა უკმაყოფილო, რის გამოც მან მოდმევნო სეზონისთვის ახალი კლუბის ძიება დაიწყო.

ცნობების მიხედვით, ჰუმელსის სანაცვლოდ, "დორტმუნდის" ხელმძღვანელობას, დაახლოებით 30 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე, ბორუსიელთა რიგებში, 2009-16 წლებში ასპარეზობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით