"ლივერპული" ნიკოლას პეპეს უახლოვდება !

16-06-2019, 01:37

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპული", ფრანგული "ლილის" კოტ-დ'ივუარელი თავდამსხმელის, ნიკოლას პეპეს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის თავკაცს, გერმანელ იურგენ კლოპს, ახლა ყველაზე მეტად, სურს მის მთავარ შემტევ 3-ეულს ძლიერი კონკურენტი გამოუნახოს.

ცნობების მიხედვით, 24 წლის ფეხბურთელის გადაბირებისთვის, ინგლისელებს, მიუნხენის "ბაიერნისა" და მილანის "ინტერის" დამარცხებაც მოუწევთ, რომლებიც პეპეს უკვე დიდი ხანია აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში ჩატარებულ 38 შეხვედრაში, 22 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით