"პსჟ-ს" სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირება სურს !

16-06-2019, 01:41

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი", იტალიური "ლაციოს" სერბი ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის ახალ სპორტულ დირექტორს, სურს გერმანელ თავკაცს, თომას ტუხელს, სავიჩის სახით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში "საჩუქარი" გაუკეთოს და დარჩენისკენ უბიძგოს.

ცნობების მიხედვით, 24 წლის ფეხბურთელსა და პარიზელების წარმომადგენლობას შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ მომავალ დღეებში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება, ამჟამად 110 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით