მადრიდის "ატლეტიკო" მარკოს ლორენტეს გადაბირებას ეცდება

16-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკო", "რეალიდან" ესპანელი ნახევარმცველის, მარკოს ლორენტეს გადაბირებას ეცდება.

მას შემდეგ რაც არაერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა "როხი ბლანკოს" დატოვების გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ სეზონის დასრულებამდე გაასაჯაროვა, დიეგო სიმეონეს გუნდმა ახალგაზრდა შემცვლელების ძიება დაიწყო.

ცნობების მიხედვით, 24 წლის ჩამშლელს, არგენტინელი სპეციალისტი, განელი ტომას პარტეის გვერდით მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით