ენდი რობერტსონი: "გაუმჯობესება ახლაც შემიძლია"

16-06-2019, 12:08

მერსესაიდული "ლივერპულის" შოტლანდიელი მარცხენა მცველი, ენდი რობერტსონი, მის მომავალზე საუბრობს:

"დიახ, გასული გათამაშება კარგად ჩავატარე და პრემიერ ლიგაშიც თავი ცუდად არ წარმოვაჩინე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ განვითარება უნდა შევწყვიტო და საკუთარი შესაძლებლობებით დავკმაყოფილდე."

"როგორც ევროპის ჩემპიონებს, ახლა ყველა მთავარ კონკურენტად გვიყურებს, არავინ არ იცის მომდევნო სეზონში რას დაგვიპირისპირებენ, ამიტომაც გაუმჯობესება ახლაც შემიძლია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 25 წლის ფეხბურთელმა, ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებულ 36 შეხვედრაში, 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით