პოგბა "მანჩესტერს" ტოვებს

16-06-2019, 14:14

მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ის კლუბის დატოვებას გეგმავს.

"აქ სამი წელიწადი გავატარე. ამ დროში ბევრი კარგი და ბევრი ცუდი მომენტი მქონდა."

"მიმდინარე სეზონის შემდეგ ვფიქრობ, რომ ახალი გამოწვევები მჭირდება. ამ თემაზე სერიოზულად ვფიქრობ." - აცხადებს პოგბა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ნახევარმცველის შეძენით ყველაზე მეტად მადრიდის "რეალი" არის დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით