"ჩელსი" შესაძლოა ქალმა ჩაიბაროს

16-06-2019, 19:56

დღეს ლონდონის "ჩელსის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს.

იტალიელი სპეციალისტის შემცვლელად ევროპული პრესა არაერთ კანდიდატს განიხილავს. მათ შორის კი ერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელიც გახლავთ.

"არისტოკრატების" ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ემა ჰაიესი შესაძლოა ძირითადი გუნდის მწვრთნელად მოგვევლინოს.

42 წლის სპეციალისტი "ჩელსის" გოგონათა გუნდს 2012 წლიდან უძღვება და მას შემდგომ ორჯერ სუპერლიგის და ორჯერ ინგლისის თასის მოგება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით