სალაჰმა "იუვე" და "რეალი" უარით გაისტუმრა

16-06-2019, 20:31

მერსისაიდული "ლივერპულის" ლიდერმა, მუჰამედ სალაჰმა ევროპული გრანდების შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ეგვიპტელი გარემარბის დამატებით მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, გუნდები მზად არიან მის სანაცვლოდ 150 მილიონი ფუნტი გადაიხადონ, თუმცა, წასვლა თავად ფეხბურთელს არ სურს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელს მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით