სისხლიანი მუნდიალი - რა ხდება ყატარში?!

14-10-2019, 21:21

ყატარში გასამართი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სათანადოდ მოსამზადებლად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

თუმცა, ერთ-ერთმა გერმანულმა არხმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მიმდინარე სამუშაოების დროს 1400-მდე მუშა გარდაიცვალა.

როგორც დოკუმენტურ ფილმშია ნაჩვენები, სამუშაოებზე არ არსებობს უსაფრთხოების ნორმები, მუშებს დაბალი ხელფასები და მძიმე სამუშაო პირობები აქვთ. ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ მსხვერპლი გამოიწვია.

როგორც ცნობილია, სამუშაოებზე ღარიბული აფრიკული და აზიური ქვეყნებიდან ჰყავთ მოსახლეობა ჩაყვანილი. დაღუპულთა უმრავლესობას კი ნეპალელები შეადგენენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით