დანი ალვეში: "ღვინოს ვგავარ, რომელიც ძველი უკეთესია"

16-06-2019, 22:38

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მცველმა დანი ალვეშმა მედიის წარმომადგენლებთან მომავალის შესახებ ისაუბრა.

"პატივს ვცემ და მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვინც "პარი სენ-ჟერმენში" მუშაობს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ის შედეგები, რომლებიც გვინდა რომ გქვონდეს".

"ახლა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებსა და კოპა ამერიკაზე ვფიქრობ. მინდა, რომ კარგი ტურნირი ჩავატარო და მომავალზე გადაწყვეტილება შემდეგ მივიღებ. ჯერჯერობით არ ვიცი, რა მოხდება".

"ასაკი? მე კარგ ღვინოს ვგავარ და რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უფრო უკეთესი ვხდები", - განაცხადა ბრაზილიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით