პეპეს შეძენით პრემიერ ლიგის გრანდი დაინტერესდა

16-06-2019, 22:37

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლივერპული" ფრანგული "ლილის" ფორვარდის დამატებით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითლები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, ფრანგული კლუბიდან, ნიკოლას პეპე დაიმატონ.

როგორც ცნობილია, ინგლისური კლუბი უახლოეს მომავალში მიმართავს ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის თაობაზე

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ  ფრანგული კლუბი პეპეს სანაცვლოდ როგორც მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრანგმა ფორვარდმა მიმდიანრე სეზონში "ლილის" მაისურით 41 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი, 23 გატანილი გოლით და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით