სად წავა მოჰამედ სალაჰი ?!

17-06-2019, 01:45

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპულის" ეგვიპტელი ლიდერი და თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი, შესაძლოა მომავალ სეზონში სხვა გუნდის რიგებში ვიხილოთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ვარსკვლავის გადაბირება ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალსა" და ტურინის "იუვენტუსს" სურთ, რომლებიც სალაჰს უკვე დიდი ხანია აკვირდებიან.

ცნობების მიხედვით, თუ რომელიმე მათგანი ინგლისელებს 150 მილიონიან შეთავაზებას გაუმზადებს, მაშინ მათ უკვე მოთამაშესთან მოლაპარაკებების გამართვის უფლება მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, გასული სეზონის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 38 შეხვედრაში, 22 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით