როგორც ცნობილი იტალიერი ჟურნალისტი ნიკოლო ჩეკარინი იტყობინება, ტურინის "იუვენტუსის" ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი წელიწადში ჯამაგირად 6 მილიონ ევროს მიიღებს.
კონტრაქტის მიხედვით სარი ტურინში 3 წელიწადს გაატარებს და აქედან გამომდინარე, 60 წლის სპეციალისტი ამ ხნის განმავლობაში 18 მილიონს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ სარიმ "იუვენტუსის" დამრიგებლის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეცვალა, რომელიც "ბებერ ქალბატონს" 2014-19 წლებში წვრთნიდა.