ლორენტე "ატლეტიკოს" რადარზე მოექცა

17-06-2019, 21:44

მადრიდის "ატლეტიკო" ცენტრალური ნახევარმცველის, მარკოს ლორენტეს შეძენით დაინტერესდა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "როხიბლანკომ" ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო. თავად მარკოსის აგენტის განცხადებით კი მას რეგულარულად ძირითად შემადგენლობაში სურს თამაში.

მოგეხსენებათ, ამჟამად "თეთრების" პირველ გუნდში 29 ფეხბურთელი ირიცხება. გარდა ამისა, კიდე რამდენიმე ტრანსფერი არის დაგეგმილი. შესაბამისად, წასვლა არაერთ ფეხბურთელს მოუწევს და ლორენტე ერთ-ერთი პირველი მათგანია.

წყაროს ცნობით, "ატლეტიკო" მზადაა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით