ტოტის 30 წლიანი რომაული კარიერა დასრულდა

17-06-2019, 21:54

"რომა" 30 წლიანი კარიერის შემდგომ ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ დატოვა.

"მე ვტოვებ კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს."

"იმედი მქონდა, რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში არასოდეს დადგებოდა. ყველაზე და ყველაფერზე წინ მხოლოდ "რომა" დგას."

"პრეზიდენტები მიდიან, მწვრთნელები მიდიან, ფეხბურთელები მიდიან. მხოლოდ რჩება გუნდი. "რომამ" მე ყველაფერი მომცა." - აცხადებს ტოტი.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ფეხბურთელი "რომას" ახალგაზრდულ გუნდში 1989 წელს მივიდა და მას შემდგომ ამ კლუბში 30 წელი გაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით