ნეაპოლის მერი: "სარის დამარცხება საფეხბურთო ორგაზმი იქნება"

17-06-2019, 22:01

გუშინ ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნა, რომელიც, მოგეხსენებათ, ერთ დროს "ნაპოლიში" მუშაობდა.

აღნიშნული ამბავი ძალიან ეწყინა ნეაპოლის მერს, ლუიჯი დე მაგისტრს, რომელმაც საინტერესო განცხადება გააკეთა.

"შეუძლებელია ამ იმედგაცრუების დამალვა. მესმის, რომ ის პროფესიონალია. თუმცა ის ასევე ადამიანია, რომელსაც შეუძლია თავისი ცხოვრების არჩევა.

"ანჩელოტიმ ჩვენი ოცნება უნდა აახდინოს. სარის დამარცხება ერთგვარი საფეხბურთო ორგაზმი იქნება." - აცხადებს ნაპოლის მერი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით