გმირები ხართ. რა გააკეთეს ბოლო წამზე პატარა ბორჟღალოსნებმა

17-06-2019, 22:20

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდელთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა და ანგარიშით 12:8 დაამარცხა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. 60 წუთამდე წყნარი ოკეანის წარმომადგენლები 0:8-ს იგებდნენ. ამის შემდგომ იაშაღაშვილმა შეძლო ბურთის დამიწება, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა.

განსაკუთრებით დაძაბული მატჩის ბოლო წუთები გამოდგა. უკვე გადაცილებული 80 წუთისა და 22 ფაზიანი შეტევის შემდგომ კი ვანო კარკაძემ საბოლოოდ შეძლო მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება და საბოლოო ანგარიში, 12:8-ც დააფიქსირა.

ამ გამარჯვების წყალობით საქართველოს ნაკრებმა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა გაინაღდა. მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში კი "ჯვაროსნები" იტალიას დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით