"პსჟ" კოუტინიოს შესაძენად გააქტიურდა

17-06-2019, 23:12

ფრანგულმა "პსჟმ" შესაძლოა კატალონიის "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატოს.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, პარიზელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ფილიპე კოუტინიოს შესაძენად.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ნახევარმცველი "ბლაუგრანას" რიგებში არცთუ დიდ დროს იღებს და კლუბიდან წასვლა სურს. ფრანგებს კი ამ სიტუაციით სარგებლობა სურთ.

წყაროს ცნობით, კატალონიელები მზად არიან კოუტინიოს გასაყიდად. თუმცა, მის სანაცვლოდ 140 მილიონ ევროს ითხოვენ, რომლის გადახდასაც, ჯერ ჯერობით, არცერთი გუნდი არ აპირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით