ოფიციალურად: კილიან მბაპეს მომავალი გუნდი ცნობილია

17-06-2019, 23:22

ფრანგული "პსჟს" პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის განცხადებით, კილიან მბაპე მომავალ სეზონსაც კლუბში გაატარებს.

"ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. კილიანი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერია."

"ვიცი, რომ ის ახლა მხოლოდ "პსჟ"-ზე ფიქრობს. 100% კი არა არამედ 200%-ითაც ვარ დარწმუნებული, რომ ის მომავალ სეზონს პარიზში გაატარებს." - აცხადებს ხელაიფი.

ყატარელმა შეხიმა ასევე განაცხადა, რომ იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც წასვლა სურთ, კარები ღიაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით