რიბერი: "ბაიერნში" 23 ტიტულის მოგება შევძელი"

17-06-2019, 23:49

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ მედიის წარმომადგენლებთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალ გამოწვევებს ელოდება.

"დიდ კლუბში თამაში ისევ შემიძლია და ვფიქრობ, რომ კარიერას ორ წელში დავასრულებ. ფული ყველგან მექნება, თუმცა მე ახალი გამოწვევები მინდა".

"როდესაც ბაიერნში მოვედი, გუნდი მე-14 ადგილზე იყო და ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობდა. 12 წლის შემდეგ, კლუბი 23 ტიტულით დავტოვე" - განაცხადა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანკ რიბერი "ბაიერნში" 2007 წლიდან ასპარეზობს. მან მიუნხენური კლუბის მაისური 425-ჯერ მოირგო, 124 გოლი გაიტანა და 182 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით