ბეილის აგენტმა "ბაიერნთან" შეთანხმება უარყო

18-06-2019, 00:56

მადრიდის "რეალის" გარემარბის, გარეთ ბეილის აგენტმა ყველანაირი სატრანსფერო ჭორი უარყო.

მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ "სამეფო კლუბმა" ბელგიელი შემტევი, ედენ აზარი გაიფორმა. ამის შემდგომ კი გახშირდა საუბრები იმის შესახებ, რომ კლუბს 29 წლის გარემარბი ტოვებდა.

ბოლოდროინდელი ინფორმაციით გარეთი უკვე შეუთანხმდა მიუნხენის "ბაიერნს". თუმცა, ჯონათან ბარნეტის განცხადებით, ეს ჭორები სრული სისულელეა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული გამოცემების ცნობით, "რეკორდმაისტერს" ბეილის დამატება ერთწლიანი იჯარით სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით