ალ ხელაიფი: "ნეიმარისთვის კონტრაქტზე ხელის მოწერა არავის დაუძალებია"

18-06-2019, 01:05

როგორც ჩანს, ფრანგული "პსჟს" მფლობელი, ნასერ ალ-ხელაიფი ნეიმარ ჯუნიორის ქცევებით აღშფოთებულია.

"მსურს, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ამ ფორმას ირგებენ, მაქსიმალურად დაიხარჯნენ და დაიცვან კლუბის ღირსება."

"მათ, ვისაც ეს არ სურთ ან უბრალოდ არ ესმით, პირადად გავესაუბრებით და გავარკვევთ ურთიერთობას."

"რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენ კონტრაქტები, თუმცა, გუნდურობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია."

"ნეიმარისთვის კონტრაქტზე ხელის მოწერა არავის დაუვალებია. მან კარგად იცოდა, თუ რა პროექტში ერთვებოდა." - აცხადებს ყატარელი შეიხი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით