ფელიპე კოუტინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" გამორიცხა !

18-06-2019, 01:47

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფელიპე კოუტინიომ, "მანჩესტერ იუნაიტედი" უარით გაისტუმრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელს, არ სურს მისი ყოფილი კლუბის, მერსესაიდული "ლივერპულის" გულშემატკივრებს, "დაუძინებელი მტრის" ბანაკში გადასვლით უღალატოს.

ცნობების მიხედვით, კოუტინიოს მომავალი "კოპა ამერიკის" დასრულების შემდეგ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ტურნირის პირველი დაპირისპირება, ფელიპემ შესანიშნავად ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით