200 მილიონი ევრო, ნეიმარი "პსჟიდან" მსოფლიო გრანდში გადადის

18-06-2019, 01:56

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" მზადაა მისი გუნდის ლიდერსა და ბრაზილიელ ვარსკვლავს, ნეიმარ ჟუნიორს შეელიოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის პრეზიდენტს, ყატარელ ნასერ ალ-ხელაიფის სურს გასახდელში არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ამისათვის, შემადგენლობიდან "მავნებელი" მოთამაშეების მოცილებას განიხილავს.

ცნობების მიხედვით, პარიზელები ნეიმარის გასხვისებას, 200 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 27 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით