მაურისიო სარიმ "იუვენტუსში" მისი სატრანსფერო სია გაამზადა !

18-06-2019, 02:00

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა მაურისიო სარიმ, მისი სასურველი მოთამაშეების სია, უკვე გაამზადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტის მიზანია გუნდში არსებული "ხვრელები", სეზონის დაწყებამდე ამოავსოს.

ცნობების მიხედვით, იტალიელის სატრანსფერო გეგმა, შემდეგი მოთამაშეების გადაბირებაში მდგომარეობს: პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), მაურო იკარდი (მილანის "ინტერი") და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ("ლაციო").

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ კლუბს, ამასთან ერთად, მოჰამედ სალაჰთანაც აკავშირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით