თომას მიულერის მომავალი გაირკვა !

18-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელმა თავდამსმელმა, თომას მიულერმა, მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის შემტევის გადაბირება ყველაზე მეტად, ერთ-ერთ ჩინურ გუნდს სურდა, რომელიც მოთამაშესაც და გუნდსაც, საკმაოდ "მსუყე" თანხას სთავაზობდა.

ცნობების მიხედვით, მიულერმა კარიერის ამ ეტაპზე ევროპისა და კონკურენტული გარემოს დატოვებაზე უარი თქვა და "ბაიერნთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიწყო მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი, სულ ცოტა ხნის წინ, გერმანიის ნაკრებიდან მოკვეთეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით