ნასერ ალ-ხელაიფი: "ნეიმარისთვის "პსჟ-ში" ტრანსფერი არავის დაუძალებია"

18-06-2019, 12:08

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ყატარელი პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, გუნდის ლიდერსა და ბრაზილიელ ვარსკვლავსზე, ნეიმარ ჟუნიორზე საუბრობს:

"ჩვენი მთავარი მიზანია ახლა გუნდში ერთიანი და მეგობრული გარემო ჩამოვაყალიბოთ და ნამდვილად არ მსურს გასახდელში გარკვეული ადამიანების გამო პრობლემები გაგრძელდეს."

"ნეიმარისთვის აქ გადმოსვლა არავის დაუძალებია, მან კარგად იცოდა თუ სად და როგორ პროექტში მოდიოდა, ამიტომაც ახლა წარსულის "შეცდომების" გამოსწორების დრო აღარაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 27 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით