რადამელ ფალკაო: "ლიონელ მესი ? გულშემატკივრებისთვის არაფერია საკმარისი, როდესაც მსოფლიოში საუკეთესო ხარ"

18-06-2019, 12:35

ფრანგული "მონაკოს" კოლუმბიელი თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე საუბრობს:

"დარწმუნებული ვარ მესი მომავალ შეხვედრებში არაერთი გოლის გატანას მოახერხებს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ როდესაც ლეო მეტოქის კარს იღებს, მაყურებელი კიდევ ერთს ითხოვს, როდესაც ის საჯარიმოს ასრულებს, გოლს ცოცხალ კედელს აბრალებენ და როდესაც არგენტინა მარცხდება, ყველაფერი
კვლავ მის კისერზეა."

"ამიტომაც ერთ რამეს უნდა მივხვდეთ, არაფერია გულშემატკივრებისთვის საკმარისი, როდესაც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, სწორედ ეს არის ამ ტიტულის მთავარი უარყოფითი მხარე."

შეგახსენებთ, რომ "კოპა ამერიკაზე" ზემოთ ხსენებული ორი მოთამაშის ნაკრებების დაპირისპირება, კოლუმბიის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით