სამი ფეხბურთელი და ფული - "ბარსელონა" შეთავაზებას ამზადებს

18-06-2019, 18:15

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონა" ნეიმარ ჯუნიორის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს.

ბრაზილიური გამოცემა Globo Esporte-ს ინფორმაციით, კატალონიელებმა დღეს საინტერესო წინადადება გაამზადეს 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" მზადაა ნეიმარისთვის ერთბაშად სამი ფეხბურთელი დათმოს. ესენი არიან სამუელ უმტიტი, ივან რაკიტიჩი და ოსმან დემბელე.

გარდა ამისა, ესპანური კლუბი ნეიმარის სანაცვლოდ კიდევ 100 მილიონ ევროსაც გადაიხდის. ნასერ ალ ხელაიფის ბოლოდროინდელი განცხადებების მიხედვით კი ეს ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური ხდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით