ჟოაო ფელიში მადრიდშია

18-06-2019, 18:20

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკო" ჟოაო ფელიშის ტრანსფერს უახლოეს დროში დაადასტურებს.

ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელი დღეს მადრიდის აეროპორტში შენიშნეს. სავარაუდოდ, ის სულ მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

El Chiringuito-ს ცნობით, "როხიბლანკოს" ფელიში ანტუან გრიზმანის შემცვლელად ესახება, რომელიც კარიერას სავარაუდოდ "ბარსელონაში" გააგრძელებს.

ტრანსფერის თანხად გამოსასყიდი ფასი, 120 მილიონი ევრო სახელდება, საიდანაც 30%-ს ფეხბურთელის აგენტი, ხორხე მენდეში მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით