"მილანი" "ნაპოლის" ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს

10-07-2019, 20:19

იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "მილანი" "ნაპოლის" ფეხბურთელის მარიო რუის დამატებას შეეცდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, "როსონერის" ხელმძღვანელობა 28 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა და მოლაპარაკებები დაიწყო.

მარიო რუის დამატება "მილანის" გარდა "ტორინოსაც" სურს.

მარიო რუი "ნაპოლის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. გასულ სეზონში, მან ნეაპოლური კლუბის მაისური 31-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით