"ატლეტიკო" "არსენალის" ფეხბურთელით დაინტერესდა

18-06-2019, 21:31

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდება, ლონდონური კლუბიდან გრანტ ჯაკა გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, მადრიდის "ატლეტიკოს" ბოსები შვეიცარიელ ფეხბურთელს, როდრი ერნანდესის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯაკას ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით