ხოსეპ მარია ბართომეუ: "ანტუან გრიზმანის ტრანსფერის საკითხზე "ატლეტიკოსთან" კონტაქტი არ გვქონია"

19-06-2019, 02:28

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს:

"არ მესმის თუ მედიაში რამ გამოიწვია ასეთი სახის ინფორმაციების გავრცელება, თუმცა როგორც აქამდე ვამბობდი, მადრიდულ კლუბთან ამ მოთამაშის გადაბირების თაობაზე კონტაქტი არ გვქონია."

"წინასწარ ვერ გეტყვით იმას თუ მომავალში რა მოხდება, მაგრამ გუნდის დაკომპლექტება და სრულყოფა, ჯერაც არ დაგვისრულებია."

შეგახსენებთ, რომ "როხი ბლანკოს" აღმასრულებელი დირექტორის განცხადების თანახმად, ზემოთ ხსენებული 28 წლის შემტევის მომდევნო კლუბი, სწორედ "ბლაუგრანა" იქნება და ეს ჯერ კიდევ მარტში გაირკვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით