ფრენკ ლამპარდი და რომან აბრამოვიჩი მოლაპარაკებებს გამართავენ !

19-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მაურისიო სარის შემცვლელის ვინაობა, მომავალ დღეებში გაირკვევა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის თავკაცობის ერთ-ერთი კანდიდატი, გუნდის ლეგენდარული ნახევარმცველი, ფრენკ ლამპარდია, რომელიც ამჟამად "დერბის" ხელმძღვანელობს.

ცნობების მიხედვით, ლამპარდი და "არისტოკრატების" მფლობელი, რუსი მილიარდელი, რომან აბრამოვიჩი, პირობებს დახურულ შეხვედრაზე, მოლაპარაკებისას განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა იტალიელმა სპეციალისტმა, პრემიერ ლიგას, სერია ა და მისი ჩემპიონი, ტურინის "იუვენტუსი" ამჯობინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით