დიეგო სიმეონე: "ჟოაო ფელიქსი ? "ატლეტიკოს" უყვარს ახალგაზრდა მოთამაშეების შეძენა და განვითარება"

19-06-2019, 12:35

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, დიეგო სიმეონე, ლისაბონის "ბენფიკას" ამომავალი ვარსკვლავის, ჟოაო ფელიქსის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს:

"არაერთი ვეტერანის მიერ გუნდის დატოვების შემდეგ, ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკა და ფილოსოფია სრულიად შეცვლავეთ, ახლა აქცენტს ახალგაზრდა მოთამაშეებზე გავაკეთებთ, რომლებიც "ატლეტიკოს" იდეალებს მალევე შეითვისებენ."

"ამ გუნდისთვის ჟოაო ფელიქსის მსგავსი ფეხბურთელების შეძენა და მათი განვითარება უცხო არაა, ამიტომაც ვნახოთ მომავალში რა მოხდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 19 წლის ნახევარმცველის გადაბირებით, ამასთან ერთად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით