"შერიფის" შემდეგ "დინამო" - "საბურთალოს" რთული მეტოქე შეხვდა

19-06-2019, 14:12

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც "საბურთალოს" მეტოქე გაირკვა.

თბილისური გუნდი მე-2 ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ხორვატიის ჩემპიონს, ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული გუნდი სტაბილურად მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე. 2016/17 წლების სეზონში ხორვატული კლუბი ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსაც" შეხვდა და ორი მატჩის ჯამში 3:0 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე მოლდოვურ "შერიფს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით