ოფიციალურად: ჰუმელსი "დორტმუნდში" დაბრუნდა

19-06-2019, 15:16

მიუნხენის "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი ყოფილ კლუბში დაბრუნდა.

დორტმუნდის "ბორუსიას" ოფიციალური საიტის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

როგორც ცნობილია, დორტმუნდელებმა მსოფლიოს ჩემპიონის სანაცვლოდ 33 მილიონი ევრო გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ ჰუმელსი 2009-16 წლებში სწორედ "ბორუსიას" შემადგენლობაში ირიცხებოდა, რის შემდგომაც "რეკორდმაისტერის" რიგებში გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით