ნეიმარი: "მსურს იქ დავბრუნდე საიდანაც არ უნდა წამოვსულიყავი"

19-06-2019, 16:43

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-ს დღევანდელი ნომრის გარეკანიდან ვკითხულობთ, "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ნეიმარს შნ დაბრუნება სურს.

"აღარ მსურს აქ თამაში. მინდა შინ დავბრუნდე, საიდანაც არც უნდა წამოვსულიყავი",-განუცხადა ბრაზილიელმა "პსჟ-ს" პრეზიდენტს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლეო მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას ნეიმარის დაბრუნება პირადად სთხოვა. თუმცა ამისთვის "ბარსელონას" საკმაოდ სერიოზული თანხის გადახდა მოუწევს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით