უოლკერის მომავალი გარკვეულია

19-06-2019, 17:32

როგორც "მანჩესტერ სიტის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, კლუბის მარჯვენა მცველმა კაილ უოლკერმა კონტრაქტი გაახნაგრძლივა.

29 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ახალ, 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მანჩესტერულ კლუბში 2024 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ კაილ უოლკერი "მანჩესტერ სიტიმ" 2017 წელს შეიძინა. მან გუნდის მაისური 100-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით