"პსჟ" "იუვენტუსის" შემტევით დაინტერესდა

19-06-2019, 18:05

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელი შემტევის შეძენით ფრანგული გრანდი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "პარი სენ-ჟერმენი" აქტიურად ეცდება, ტურინელთა რიგებიდან,  დუგლაშ კოსტა გადმოიბიროს.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ "ბებერი სინიორა" 28 წლის შემტევში 60 მილიონ ევროს ითხოვს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ტურინის "იუვენტუსის" მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავის გამოჩენა მხოლოდ 1 გატანილო გოლით შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით