ოფიციალურად: "მანჩესტერ სიტიმ" მეგა ტრანსფერი შეათანხმა

19-06-2019, 23:08

დიდი ალბათობით, ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველი, ჟოაო კანსელო კარიერას ნისლიან ალბიონზე გააგრძელებს.

გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, იტალიურ გრანდსა და მანჩესტერ "სიტის" შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ფეხბურთელი 53 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ქალაქელთა" ფორმას მოირგებს.

წყაროს ცნობით, პეპ გვარდიოლას კანსელო დანილოს შემცვლელად ესახება, რომელიც, დიდი ალბათობით, მიმდინარე ზაფხულში დატოვებს კლუბს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი "იუვენტუსის" რიგებში 2018 წელს გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით